ლატვია და ლიეტუვა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერებას ცდილობენ. ლატვიამ ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ლიეტუვა ბარიერს ააშენებს. ამ თემაზე სტატია Guardian-მა მოამზადა.
ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთთან ერთად, ლუკაშენკოს ჰიბრიდულ ომის ფორმების გამოყენებაში სდებენ ბრალს. მათ ბრიუსელსაც მიმართეს დახმარების თხოვნით.
„ლუკაშენკო იყენებს მიგრაციას, როგორც იარაღს”, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსადამ.
„ეს არის ლუკაშენკოს ჰიბრიდული კამპანია ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ საზღვრის მთლიანობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ვილნიუსი, რიგა და ვარშავა მიიჩნევენ, რომ ლუკაშენკო იყენებს მიგრანტებს, რათა მოახდინოს ზეწოლა ევროკავშირის სანქციების მოხსნის მიზნით, რომლებიც დაწესებულია წინა წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპონენტებზე სასტიკი ზეწოლის გამო.
„ჩვენ არავის ვაშანტაჟებთ არალეგალური მიგრაციით”, - განუცხადა ლუკაშენკომ მინსკში ჟურნალისტებს.
„გვაიძულებთ, რეაგირება მოვახდინოთ. და ჩვენ ვრეაგირებთ“, - დაამატა ლუკაშენკომ.
ბელარუსმა მიგრანტების ლიეტუვაში უკანონოდ შეშვება ევროკავშირის მკაცრი სანქციების შემდეგ გადაწყვიტა.