ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 413 პირი იმყოფება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 18 526 პაციენტიდან 6 192 საავადმყოფოში მკურნალობს, 8 595 პირი კი ვირუსის მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. აქედან 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,-განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.