პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე 1,850 ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტორტის ნაჭერზე შაქრის საშუალებით გამოსახულია ოქროსფერი, წითელი, ლურჯი და ვერცხლისფერი სამეფო გერბი.
აუქციონის გამარჯვებული გერი ლეიტონია, რომელიც ქალაქ ლიდსში ცხოვრობს. მან აუქციონში მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით მიიღო.
BBC წერს, რომ ლეიტონი, ძვირადღირებული ნავების გამქირავებელი, ამბობს, რომ მან ანდერძში ჩაწერა, ტორტი თავის ქონებასთან ერთად, მისი სიკვდილის შემდეგ, ქველმოქმედებას მოხმარდეს.
ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ტორტის ნაჭერი 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდებოდა, ამიტომ სასტარტო ფასი 300 გირვანქა სტერლინგი გახდა. თუმცა ფასი ძალიან სწრაფად გაიზარდა და საბოლოო ჯამში ვაჭრობა 1,850-ზე გაჩერდა.
ტორტის ნაჭერი თავდაპირველად გადაეცა სამეფო ოჯახის წევრს, მოირა სმიტს, რომელმაც საკონდიტრო ნაწარმი შესანიშნავ მდგომარეობაში შეინარჩუნა. ტორტის ნაჭერს ის თუნუქის ქილაში ინახავდა, რომელზეც არის წარწერა „გაუფრთხილდით - პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას საქორწილო ტორტი“ და თარიღი - 1981 წლის 27 ივლისი.