რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კამჩატკის რეგიონში, "მი-8" ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას რვა ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი რვა გადარჩა. ვერტმფრენი ჩაიძირა", - წერს ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, ბორტზე მყოფი ბავშვის ბედი უცნობია - "ვერტმფრენზე მყოფი ბიჭის ბედი ჯერჯერობით უცნობია. მისი მამა გადარჩა".

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 13 ტურისტი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გახდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.