ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ერთკვირიანი „ლოკდაუნი" გამოცხადდა. მიზეზი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, „ლოკდაუნი“ გამოაცხადეს ავსტრალიის დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე სადაც, დაახლოებით, 400,000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია.
ავსტრალია იბრძვის „დელტა" შტამის დასაძლევად, რამაც გამოიწვია მისი ორი უდიდესი ქალაქის სიდნეის და მელბურნის მკაცრი ჩაკეტვა.
სიდნეიში ჩაკეტვის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება, საჭირო გახდეს დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზება“, - განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობამ.