საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 3 310 გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 466 326 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 412 420, გარდაიცვალა 6 279 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.63% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.52%.

ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 236, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 47 601, საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 898, იმერეთში - 964.

მძიმე პაციენტი: 1 355, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 139, იმერეთში - 318.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 311, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 22, იმერეთში - 18.

3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან 11 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 605 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 817, პირი, აჭარაში - 5 495, იმერეთში - 4 036.