რუსმა მილიონერმა და მმართველი პარტიის წევრმა კაცის მკვლელობა აღიარა, თუმცა აცხადებს, რომ დათვის შეშინების მიზნით გაისროლა

რუსმა მილიონერმა და პოლიტიკოსმა კაცის მკვლელობა აღიარა. BBC-ის ცნობით, 55 წლის იგორ რედკინმა განაცხადა, რომ კამჩატკაზე ყოფნის დროს, სოფელში იარაღიდან გასროლით დათვის შეშინება სურდა.

მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ადგილობრივი მკვიდრი დაიჭრა ამ ადგილას. 30 წლის კაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე გასულ კვირას აღიძრა.

რედკინი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი საჯარო მოხელეა. ის გამოძიებას თავად ჩაბარდა. მილიონერმა მომხდარის შემდეგ რუსეთის მმართველი პარტია დატოვა. მედიის ცნობით, გამოძიების დასრულებამდე რედკინი ორ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.