სოციალურ მედიას ინფორმაციის ძირითად წყაროდ, 2014 წელთან შედარებით, 5-ჯერ მეტი ადამიანი იყენებს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
NDI-ის კვლევის მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ.
კითხვაზე, ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოკითხულთა 57%-მა ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზია დაასახელა, 35%-მა კი ინტერნეტი და სოციალური მედია.
ინფორმაციის წყაროები (პირველიწყარო):
ტელევიზია - 57%;
ინტერნეტი / სოციალური მედია - 35%;
მეზობლები, მეგობრები - 4%;
ოჯახის წევრები - 2%;
თანამშრომლები - 1%.
"სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წლის შემდეგ", - აცხადებენ NDI-ში.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.