ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვთ, მთავრობის საქმიანობას დადებითად მოსახლოების 36% აფასებს, პარლამენტის საქმიანობას - 10%.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 36% დადებითად აფასებს, 52% - უარყოფითად, ხოლო 9%-მა არ იცის.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას, თბილისი მერის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 39%, უარყოფითად - 25%, საშუალოდ - 29%.
საკრებულოს (თბილისს გარეთ) საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 26%, უარყოფითად - 29%, საშუალოდ - 34%.
თბილისის საკრებულოს (მხოლოდ თბილისი) საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 17%, უარყოფითად - 29%, საშუალოდ - 29%.
პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 10%, უარყოფითად - 47%, საშუალოდ - 33%.
როგორც კვლევაში არის მითითებული "პარლამენტის მიმართ თბილისი ყველაზე კრიტიკულია".
რაც შეეხება პარლამენტის მიმართ განწყობებს, 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 54%-ს არ სჯერა, რომ პარლამენტის წევრს, თუ მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის პრობლემის გადაჭრას შეეცდება. მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.