აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
იდენტიფიცირებულთაგან ერთ ნეშტს სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ამავე თემაზე: სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო პატივით დაკრძალეს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო