პირბადე და დისტანცია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირებისთვისაც სავალდებულოა

"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "საქართველოს პირველი არხის" გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს.

„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.