თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების მოწყობა აუცილებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო სექტორი უკვე კრიზისულ მდგომარეობაშია. საველე ჰოსპიტალების გარდა, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, უწევთ პაციენტების გადარჩევაც.
"როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია, რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ
მისივე თქმით, ამგვარ ეპიდვითარებაში ყველამ უნდა ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია.
"უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ამ ეტაპზე აუცილებელია თავშეყრის ადგილების არარსებობა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძე: გვიწევს პაციენტების გადარჩევა, უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არაა