სხვადასხვა ვაქცინას პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი სხვადასხვა აქვს, აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებებია, მოსახლეობამ სწრაფად აიცრას ვაქცინით, რომელსაც მოკლედ შუალედი აქვს დოზებს შორის.
ამ შემთხვევაში Sinovac-ის ვაქცინა საკმარისია ქვეყანაში, რომ სწარაფად მივიღოთ იმუნური ფენა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას მოუწოდა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმართონ ყველა ამცრელ დაწესებულებას, ასეთი კი ქვეაყანში 180 სამედიცინო დაწესებულებაა 354 ბრიგადით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მცხეთაში გაიხსნა დღეს დიდი ამცრელი ცენტრი, ხვალ იწყებს მუშაობას ამცრელი ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული და მის მართვას რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი ცენტრი მომავალში ბევრი იქნება საუნივერსიტეტო სივრცეებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ადამიანები აქ ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე მივლენ და აიცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში 15% პროცენტი სწორედ ამ ფორმით იცრება.
რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის სამხედრო სამედიცინო სამსახურის ჩართვა, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა.
„ამიტომ, ყველა ვერსია, მათ შორის უარესი ვერსიებიც“, - დაამატა გამყრელიძემ.
„სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, მათ გადაიტანეს მძიმე სიტუაციები, ომი აფხაზეთში, შემდეგ 2008 წლის ომი... მიწისძვრები, ბევრი ურგენტული ვითარება 30 წლის განმავლობაში და იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ. თუმცა რესურსი ამოუწურავი არ გახლავთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მკაცრი ლოკდაუნები აღარ განიხილება. ვაქცინაციის ფონზე, ბალანსირებული მიდგომებია ყველგან.
ცნობისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცე დღეში ცრის 4500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დაახლოებით 30%, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დაინიშნება სპეციალური ავტობუსები - „მივდივარ ვაქცინაციისთვის“. ასევე იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ, ინფექციური საავადმყოფოსკენ, „ჰუალინგის“ ცენტრისკენ, კავკასიის მედიცინის ცენტრისკენ, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლისკენ. ჩვენ გადავეცით საკოორდინაციო შტაბს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში მდებარე ლოკაციების სია. იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან