პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მათი მოთხოვნებიც უცვლელია.

„ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამის გარშემო არის გაერთიანებული დღეს ოპოზიციური სპექტრი. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ე.წ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს გვექნება საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ პირობების ერთგული ვრჩებით. აქციაც დაგეგმვის პროცესშია. თუ როგორი იქნება და რა ფორმის, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ამ პროტესტისთვის ოპოზიცია ემზადება“, -განაცხადა ბუაძემ.