მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო

მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9) ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე. ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.