პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია „დროას“ წევრები წარადგინა.
„დროას“ გუნდის წევრებს შორის არიან: საქართველოს ყოფილი ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე. პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი ნინო გოგუაძე.
როგორც ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „დროა“ პრინციპული ადამიანების ერთობას წარმოადგენს და მათი მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა.
„ჩვენი პარტია არის არა ადამიანის ან ერთის გარშემო გაერთიანებული გუნდი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეიდან ჩაერთვებიან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სწორედ ასეთები არიან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისათვის, ელენე ხოშტარია ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატად წარადგინა.