ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მე ქედმაღლობა და თავდაჯერებულობა არ მჩვევია, მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ჩემს გადადგომაზე განხილვაც არ ყოფილა", - განაცხადა ტიკარაძემ.