თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 1 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
"ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი 17 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს შეიწირა წყალდიდობამ კასტამონუში, სინოპისა და ბარტინში [პროვინციები]. ვუსამძიმრებ მათ ნათესავებს და ჩვენს ერს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ზე.
ერდოღანის თქმით, ყველა ინსტიტუტისა და ორგანიზაციის მიერ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები.
თურქეთში, რომელიც მანამდე ძლიერმა ხანძარმა დააზარალა, წყალდიდობა 11 აგვისტოს დაიწყო.