ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი. 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 471 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 415 146, გარდაიცვალა 6321 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 612 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.90% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.74%.
ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან 2 187 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 50 192, საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 014, აჭარაში - 880, იმერეთში - 971.
მძიმე პაციენტი: 1 327, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 137, იმერეთში - 318.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 326, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 19.
3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 40 148 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 342, პირი, აჭარაში - 5 687, იმერეთში - 3 935.