საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინირებულია კათოლიკე სასულიერო პირების 83%.
მედიაპორტალის მიხედვით, 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.
საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირებიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც აცრა ჩაიტარა, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტოა.
"მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც", - აცხადებს ეპისკოპოსი.
Catholic.ge-ის ცნობით, ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია და ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა.
ამასთანავე, კათოლიკე სასულიერო პირთა უმრავლესობამ ვაქცინა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.