„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებზე "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.
კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა. ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
· კახა კალაძე - 66,2 პროცენტი
· ნიკანორ მელია - 33,8 პროცენტი
„აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კვლევის თანახმად, პარტიების შორის ხმები შემდეგნაირად განაწილდებოდა:
„ქართული ოცნება“ - 46,3%,
„ნაციონალური მოძრაობა“ - 23,3%,
„გირჩი-მეტი თავისუფლება“ - 5,3%,
„საქართველოსთვის“ - 5,2%,
„მოქალაქეები“ - 3,3%,
„სტრატეტეგია- აღმაშენებლია“ - 2,3%,
„ლელო“ - 2,3%,
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,1%,
„ევროპული საქართველო“ - 1,4%,
გირჩი“ - 1,2%,
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,9%,
„ერთიანი საქართველო“- 0.8%,
სხვა პარტიები -5,6%.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს არჩევნებს, კვლევის მიხედვით, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:
· „ქართული ოცნება“ - 22 მანდატი
· „ნაციონალური მოძრაობა“ - 11 მანდატი
· „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3 მანდატი
· „საქართველოსთვის“ - 2 მანდატი
· „მოქალაქეები - 2“ მანდატი
"შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.