20 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
22 აგვისტოს კი, გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩადის, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.
ზაიბერტის თქმით, ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები მომდევნო კვირიდან გახდება ცნობილი.
როგორც Deutsche Welle წერს, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ადრე აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების საკითხებსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.
როგორც ცნობლია, ეს არის მერკელის ბოლო ვიზიტი რუსეთში გერმანიის კანცლერის ამპლუაში.