დანიის ტრანსპორტის მინისტრი: დაემშვიდობეთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში

დანიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა.

ეს ზომა ძალაში დარჩეა თვითმფრინავებსა და ქვეყნის იმ აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესები მოქმედებს.

„ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შეგვიძლია, დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“, - აღნიშნა ენგელბრეხტმა.

„ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციის გავრცელებას საზოგადოებაში“, - აღნიშნა დანიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰელენ ბილსტედ პრობსტმა.

დანიაში სრულად მოსახლეობის 60 %-ია ვაქცინირებული.