თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამი პროვინცია, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ, სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ამის შეახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
საუბარია სინოპზე, კასტამონსა და ბართინზე.
ერდოღანი სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ბოზქურთში ჩავიდა.
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დანგრეულია ხიდები და გზები.
300-მდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.