ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ გალში, ამავე სოფლის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე, 59 წლის ვახტანგ სონღულია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.
ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, სონღულიას სახლში აღმოაჩინეს 23 ვაზნა და ხელყუმბარა.
"უნდა აღინიშნოს, რომ სონღულია აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, 1992-93 წლებში გალის მილიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა",- ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ სონღულია გალის იზოლატორში გადაიყვანეს. მისი საქმე ტყვარჩელის ე.წ. პროკურატურას გადასცეს.