პატრიარქმა პანდემიიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს კონკრეტული კურთხევა მისცა

საპატრიარქოსადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება გავრცელდა.

"ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იყოს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები", - აღნიშნულია ტექსტში.