COVID19-ის სამკურნალო პრეპარატმა, რომელიც ისრაელმა შექმნა, მძიმედ პაციენტებში ეფექტიანობა აჩვენა და 93%-მა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა.
პრეპარატი საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში გამოსცადეს, რადგან ისრაელში საჭირო რაოდენობის მძიმედ კოვიდინფიცირებულები არ არიან. თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილი პრეპარატი საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.
პროფესორმა, ნადირ არბერმა განაცხადა, რომ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
არბერმა და მეცნიერთა ჯგუფმა პრეპარატი იმ მოლეკულის საფუძველზე შექმნეს, რომელსაც პროფესორი 25 წელია, იკვლევს.