აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ (FDA) იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გადაუდებელიკ გამოყენება დაუშვა.
საუბარია Pfizer-ის და Modern-ას ვაქცინებზე.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ დამატებითი დოზა პაციენტებში დაცვის დონეს გაზრდის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების თანახმად, შეერთებულ შტატებში იმუნოკომპრომისულთა რაოდენობა 2.7 პროცენტს შეადგენს. საუბარია ორგანოების გადანერგვის მიმღებ პირებზე, კიბოთი დაავადებულ პაციენტებსა და აივ ინფიცირებულებზე.