კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 1 867 გამოჯანმრთელდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.13% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.93%.

ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან 2 355 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 746, იმერეთი - 667, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 53 854, საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 106, აჭარაში - 913, იმერეთში - 968.

მძიმე პაციენტი: 1 398, მათ შორის, თბილისში - 597, აჭარაში - 139, იმერეთში - 314.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 300, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 19, იმერეთში - 17.

3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 035 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 600 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 458, პირი, აჭარაში - 6 129, იმერეთში - 4 518.