იაპონიაში, წყალდიდობის გამო, თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება

დასავლეთ იაპონიაში, წყალდიდობის გამო, თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება, რადგან ქვეყანა უფრო ძლიერი წვიმისთვის ემზადება, - ამის შესახებ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით, Deutsche Welle ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ახალი გაფრთხილებები გამოაქვეყნა ჰიროსიმაში და კიუშუში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო ძლიერი წვიმის პროგნოზის გამო.

გავრცელებული ინფრომაციით, საფრთხე ემუქრება მრავალ პრეფექტურებს, მათ შორის ფუკუოკას, ჰიროსიმასა და ნაგასაკას.

სტიქიამ, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილი დააზარალა, თუმცა, მომდევნო დღეებში, უხვი ნალექი მთელ ქვეყანაშია მოსალოდნელი.