კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ირანის მთავრობა, ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5-დღიან "ლოკდაუნს" აწესებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 აგვისტოდან 21 აგვისტომდე ქვეყანაში ყველა არააუცილებელი ბიზნესობიექტი და დაწესებულება დაიხურება, ასევე შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილება, რადგან პანდემიის გარცელებამ ირანში საგანგაშო დონეს მიაღწია.
როგორც ცნობილია, 15 აგვისტოდან 27 აგვისტომდე აიკრძალება გზებზე ყველა ავტომობილის მოძრაობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისა და იმ სატვირთო ავტომობილების გარდა, რომლებსაც საკვები და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტები გადააქვთ.
მედიის ცნობით, ჯანდაცვის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ საავადმყოფოები დანგრევის პირასაა და საწოლებისა და აღჭურვილობის ნაკლებობაა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აკრძალა ამერიკული და ბრიტანული წარმოების ვაქცინების შეძენა, რაც ახლა ცხელ პოლიტიკურ საკითხად იქცა.