სტიქიასთნ საბრძოლველად რუსეთიდან ნაქირავები Be-200-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი თურქეთში, ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ჩამოვარდა. მომხდარი დაადასტურა რუსულმა მხარემაც. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვა ადამიანი, რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ.
კატასტროფის მიზეზი უცნობია.
გუბერნატორ ფარუქ ქოსკუნის თქმით, თვითმფრინავთან, რომელიც თურქეთს ხანრძის ჩაქრობაში ეხმარებოდა კონტაქტი დაიკარგა.
ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია და თურქეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრნენ.
თვითმფრინავი თურქეთში 8 ივლისს გაგზავნეს თურქეთს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დასახმარებლად.
Be-200 შექმნილია სპეციალურად ხანძრების ჩასაქრობად, მათ შორის შორეულ ადგილებში, მას 12 ტონა წყლის გადატანა შეუძლია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ღრმად მწუხარებულია“ ტრაგიკული ავიაკატასტროფის შედეგად თურქეთისა და რუსეთის ეკიპაჟის დაკარგვის გამო.