შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზების მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და დღეს 1,900-ს გადააჭარბა. იუწყება Reuters-ი. ჰოსპიტალიზებულთა შორის აშშ-ში 2.4% ბავშვია.
ბრიტანული სააგენტო აღნიშნავს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯერჯერობით არ აქვთ უფლება, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რაც მათ უფრო დაუცველს გახდის ახალი, სწრაფად გავრცელებადი „დელტა“ ვარიანტისგან.
დელტას ვარიანტმა, რომელიც სწრაფად ვრცელდება აშშ-ის მოსახლეობის არავაქცინირებულ ნაწილში, ბოლო კვირების განმავლობაში გამოიწვია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა.
CDC მონაცემებით, ამ კვირაში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია 18-29, 30-39 და 40-49 წლის ასაკის ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების შემთხვევებმა.
დღესვე თხუთმეტი ბავშვი და 99 ზრდასრული გადაიყვანეს კლინიკაში, მათგან 77%-ზე მეტი არავაქცინირებული იყო.
შეერთებულ შტატებში დღეში კორონავირუსის საშუალოდ დაახლოებით 129,000 ახალი შემთხვევა ვლინდება, მაჩვენებელი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამორმაგდა.
ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რიცხვი ბოლო ექვს თვეში ყველაზე მაღალია და საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად.
აშშ-ში სრულად არის ვაქცინირებული მოსახლეობის 51.09%