ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. Reuters-ი იუწყება, რომ დაღუპულია სულ მცირე 227 ადამიანი, დაკარგულად ითვლება ბევრი ადამიანი.
ცნობისათვის, თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ჰაიტიზე სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი წერს, რომ ნანგრევებად იქცა ქვეყანა, რომელიც ჩაძირულია ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისში.
მიწისძვრა იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაზე. მედია 11 წლის წინანდელ მიწისძვრას იხსენებს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უღარიბეს ქვეყანაში.
მთავრობა აცხადებს, რომ ხალხს ნანგრევებში ეძებენ.
პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა და ამისთვის კოორდინატორად სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი დაასახელა.