რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 14 აგვისტოს კორონავირუსზე 23 010 ადამიანი აიცრა.

დღევანდელი მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 791 863 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 237 149 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.