ლიბანში საწვავის ავზის აფეთქებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ლიბანში, აკარის რაიონში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი „წითელ ჯვარზე“ დაყრდნობით წერს.

დაშავებული 79 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის მარაგის მწვავე დეფიციტია.

შემთხვევის დროს, აფეთქების ადგილის მიმდებარედ, 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.