თურქეთში წყალდიდობისას დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონები ქასთამონუ, სინოფი და ბართინი დააზარალა, რის გამოც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნული რეგიონები სტიქიის ზონად გამოაცხადა.

სტიქიის რეგიონებიდან ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 300 დასახლებას არ მიეწოდება ელეტროენერგია, ხოლო ხიდების დანგრევისა და გზის სავალი ნაწილების დაზიანების გამო შეჩერებულია საგზაო მოძრაობები.