უნგრეთში ავტობუსის ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა დედაქალაქ ბუდაპეშტისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო, ავტობუსი სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაღუპულია სულ მცირე რვა და დაშავებულია ათეულობით მგზავრი.
სამგზავრო ავტობუსს 50 ადამიანი გადაჰყავდა.