დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა მიმდინარეობს.

შესაბამისი ვიდეომასალა „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია.

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სპორტდარბაზში მიმდინარეობს საველე ჰოსპიტლის მოწყობა.

ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 481 578 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 421 532 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 406 პაციენტი კი გარდაიცვალა. ყოველდღიურად ქვეყანაში რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.