საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. საქართველო თანაუგრძნობს ჰაიტის ხალხს, უსურვებს სიმტკიცეს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულთა სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია სამინისტროს Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ დღეს კუნძულ ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 800 -ს აღემატება.