Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, დროებით შეიფაროს ასობით ავღანელი, რომლებიც ავღანეთში დასავლეთის სამშვიდობო სამხედრო ძალებთან მუშაობდნენ, მათ შორისაა თარჯიმნები და ამერიკელი სამხედროების სხვა დამხმარეები.
როგორც გამოცემა წერს, ალბანეთი დათანხმდა, აშშ-ის თხოვნით დროებით მიიღოს ავღანელები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან თალიბანის სწრაფი იერიშის ფონზე.
რამამ განაცხადა, რომ აშშ-მა ალბანეთს ჰკითხა, შეუძლია თუ არა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულოს ავღანელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც საბოლოოდ აშშ-ში აპირებენ ჩასვლას.
გერმანული გამოცემა იუწყება, რომ ალბანეთის ეს ნაბიჯი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ,,თალიბანმა" დაამყარა კონტროლი ომის შედეგად დაზარებულ ქვეყანაში და შესაძლოა ავღანელი თარჯიმნები და სხვა მუშაკები ,,თალიბების" ანგარიშსწორების სამიზნე გახდნენ.