ილჰამ ალიევი: ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია

„44 დღის განმავლობაში, მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკამ, ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნების ლიდერებმა გაგვიწიეს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა გამარჯვებას ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით მიაღწია.

10 ნოემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. სომხეთის პრემიერმა შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.