Reuters-ის ინფორმაციით, კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა გაიზარდა და 1 297-ს მიაღია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.
კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.