აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 16 აგვისტოდან დაიწყებენ

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 16 აგვისტოდან დაიწყებენ.

ჩრდილოეთ კორეის პროტესტის მიუხედავად, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები რეგულარულად ატარებენ სამხედრო წვრთნებს, ძირითადად გაზაფხულსა და ზაფხულში.

მიმდინარე სწავლება ცხრა დღე გაგრძელდება და უმეტესწილად შედგება თავდაცვით, კომპიუტერულად მოდელირებულ პირობებში და ნაკლებ საველე სიტუაციაში.