რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ „ეს არის ერთ-ერთი რთული რეგიონი, სადაც გარდა ტექტონიკური ერთეულებისა - სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტ ვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს.
„მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები“, - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე.
საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი აღნიშნავს:
„ჩვენ ვერანაირ სცენარს წინასწარ ვერ დავდებთ, მთელი ზაფხულის პერიოდი მიდის საკმაოდ აქტიურად 3-4 მაგნიტუდამდე მიწისძვრების სახით, თუმცა უფრო პატარა ბიძგებიც საკმაოდ ხშირია, რასაც მხოლოდ ხელსაწყო აფიქსირებს. გუშინდელი მიწისძვრა საკმაოდ დიდი იყო 5.1 მაგნიტუდის, თბილისშიც კარგად შეიგრძნო მოსახლეობამ, კარგიც არის რომ პატარა ბიძგების სახით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება“, - განუცხადა მან „რუსთვის2-ს“.