უკრაინაში, ქალაქ,კრივი რიჰის მერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული პოლიცია აცხადებს, რომ 48 წლის კონსტანტინ პავლოვი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე იარაღი იპოვეს და მუშაობენ როგორც მკვლელობის ასევე თვითმკვლელობის ვერსიაზე.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც კრივი რიჰის მკვიდრია, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.