ლოკაციები, სადაც აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციას შეძლებენ.

"წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია :

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე

,,ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან - 17:30-მდე

სავაჭრო ცენრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი N 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-იდან 16:00-მდე, შესვენების საათებია 13:00-იდან 14:00-მდე

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია:პფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 14 784 პირი აიცრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.