ტოკიოს პოლიციამ ქართველი პარაოლიმპიური ჩემპიონი დააკავა

Japan Times-ის ინფორმაციით, ტოკიოს პოლიციამ სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ქართველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური დააკავა.

როგორც გამოცემა წერს, ძიუდოისტი, რომელსაც პარაოლიმპიადაზე ასპარეზობა მომდევნო კვირაში უნდა დაეწყო, 60 წელს გადაცილებულ დარაჯს დაესხა თავს.

წყაროს ცნობით, ათლეტი სასტუმროში საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დარაჯმა დაკავებულ ძიუდოისტსა და სხვა ქართველ ათლეტებს ალკოჰოლის მიღების დროს ხმაურის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მას დაზიანება მიაყენეს. 34 წლის ქართველმა სპორტსმენმა დაცვის თანამშრომელს სცემა და ნეკნი გაუტეხა.

იაპონური მედიაში გავრცელებული ცნობით, პარაოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური პირის განცხადების მიხედვით, ძიუდოისტს პარაოლიმპიადიდან გამოაძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

ცნობისთვის, ტოკიოში პარალიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება.