ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის გამოცდაში საქართველო არ ჩაერთვება

ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის გამოცდაში საქართველო არ ჩაერთვება. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს დაუდასტურა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად.

"ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს. მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. საქართველოს მოსახლეობის უსაფრთოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი - EXO-CD24 ისრაელში სამედიცინო მკვლევარებმა რამდენიმე თვის წინ შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა.

ამავე თემაზე:

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე კვლევის ავტორი თბილისშია

შემოვა თუ არა საქართველოში COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა