ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, – შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 14 784 პირი აიცრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.